თავში

NASA-ს მთვარეზე Wi-Fi-ის გაშვება სურს

NASA-ს მთვარეზე Wi-Fi-ის გაშვება სურს
NASA-ს მთვარეზე Wi-Fi-ის გაშვება სურს

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მთვარის შესწავლა ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. NASA მთვარეზე თავდაპირველად უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაგზავნას გეგმავს, შემდეგ კი დედამიწის თანამგზავრზე ასტრონავტებს გადაიყვანს. ხოლო, ასტრონავტების მიერ, მთვარიდან დედამიწაზე კავშირის შესანარჩუნებლად აშშ-ის ნაციონალური კოსმოსური სააგენტო (NASA) უკაბელო ინტერნეტის გაშებას აპირებს.

როგორც გამოცემა BBC იუწყება, უპილოტო ხომალდი Artemis-1 მთვარეზე 2021 წლის ნოემბერში გაემგზავრება. ხოლო ასტრონავტების მთვარეზე გადაყვანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ახალ ტექნოლოგიებს შორის, რომელსაც NASA ავითარებს ამ პროგრამის ფარგლებში, არის მთვარის ინტერნეტი.

ფაქტია, რომ არსებული რადიოსაკომუნიკაციო არხების სიმძლავრე არ არის საკმარისი იმ მთლიანი მონაცემების გადასაცემად, რომლის შეგროვებასაც ასტრონავტები მთვარეზე გეგმავენ. ახალი მისია არ შემოიფარგლება უბრალო ფრენით მთვარეზე. ასტრონავტები მთვარეზე უფრო დიდხანს დარჩებიან.

LunaNet პროგრამა ითვალისწინებს მთვარის ზედაპირზე რამდენიმე საკომუნიკაციო კვანძის დამონტაჟებას. მისი საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება მთვარიდან დედამიწაზე კომუნიკაციის უწყვეტობა. ამასთან, მონაცემები სპეციალურ სერვერზე ავტომატურად შეინახება. გარდა ამისა, საკომუნიკაციო ცენტრებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ საგანგებო სიტუაციებს. მთვარის ინტერნეტის კიდევ ერთი ფუნქციაა ასტრონავტის ან რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა და ამ ცნობების დედამიწისათვის გადაცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system