თავში

NASA ცაზე სანტას დანახვის შესაძლებლობას გაძლევთ

NASA ცაზე სანტას დანახვის შესაძლებლობას გაძლევთ
NASA ცაზე სანტას დანახვის შესაძლებლობას გაძლევთ

NASA-მ მშობლებს მოუწოდა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფრენა, ბავშვებისთვის სანტას მიმართ რწმენის გასამყარებლად გამოიყენონ. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

25 დეკემბერს  16-ჯერ იქნება შესაძლებელი ცაზე "სანტა კლაუსის" გადაადგილების ხილვა, რომელიც სინამდვილეში საერთაშორისო კოსმოსური სადგური იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გადაადგილების ხილვა  შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი. ISS თითქმის 27 360 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს და დედამიწის შემოვლას 90 წუთს ანდომებს.  

როდის შეგეძლებათ "სანტას" გადაფრენის დანახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system