თავში

ნეპალელმა ალპინისტმა რეკორდი დაამყარა - PHOTO

ნეპალელმა ალპინისტმა რეკორდი დაამყარა - PHOTO
ნეპალელმა ალპინისტმა რეკორდი დაამყარა - PHOTO

ნეპალელმა ალპინისტმა და ბრიტანეთის საზღვაო ძალების ყოფილმა ქვეითმა, ნირმალ პურიამ დედამიწის 14 ყველაზე მაღალი მთა 7 თვეში დალაშქრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ბოლო სიმაღლე - ჰიმალაის შიშაბანგმუს მწვერვალი მან დღეს დილით დაიპყრო. ალპინისტს აქ ასვლა ჯერ კიდევ სექტემბერში სურდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სათანადო ნებართვას ელოდებოდა, რომელიც 15 ოქტომბერს მიიღო.

მოგზაურობა ნეპალელმა 2019 წლის აპრილში დაიწყო. მან ჰიმალაის უმაღლესი წერტილი - ანაპურნუ I დაიპყრო. მაისში ევერესტზე ავიდა, რის შემდეგ ნეპალში მდებარე კიდევ ოთხი სიმაღლე აიღო. ივლისში მან პაკისტანის 5 მთა მოიარა, სექტემბერში კი ჩინეთსა და ნეპალში ორი მთის მწვერვალი დაიპყრო.

მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის ძველი რეკორდი 1987 წელს პოლონელმა ალპინისტმა ეჟი კუკუჩამ დაამყარა. ამისთვის მას 8 წელი დასჭირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system