თავში

ომეგა-3 კორონავირუსით გარდაცვალების რისკს ამცირებს - კვლევა

ომეგა-3 კორონავირუსით გარდაცვალების რისკს ამცირებს - კვლევა
ომეგა-3 კორონავირუსით გარდაცვალების რისკს ამცირებს - კვლევა

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა-3 კორონავირუსით გარდაცვალების რისკს ამცირებს. შესაბამისი კვლევა სამედიცინო ჟურნალ medRxiv-ში გამოქვეყნდა.

Cedars-Sinai Medical Center-ის ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ადამიანის სისხლში ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების გაზრდილი შემცველობა 75%-ით ამცირებს კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები დიდი რაოდენობით გვხვდება თევზეულში, კერძოდ ორაგულში, ქაშაყში, სკუმბრიასა და სარდინაში.

მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოცემული კვლევა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და ეპიდემიის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვების დაცვა კვლავ უპირატეს მოვალეობად რჩება.

ამასთან, მეცნიერები ომეგა-3-ის დანამატების ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღების წინააღმდეგ გამოდიან, ვინაიდან ორგანიზმში მისი გადაჭარბებული დოზა გვერდით ეფექტებთან არის დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system