თავში

პანდემიის ყველაზე მძიმე ფაზაში შევდივართ - ბილ გეითსი

პანდემიის ყველაზე მძიმე ფაზაში შევდივართ - ბილ გეითსი
პანდემიის ყველაზე მძიმე ფაზაში შევდივართ - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს პანდემია 2022 წელს დასრულდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბილ გეითსმა Twitter-ზე დაწერა.

გეითსის თქმით, პანდემიის ამჟამინდელი ტალღა მომავალი წლის მარტისთვის დასრულდება, რადგან ახალი შტამი  ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ როგორც კი ის დომინანტი გახდება, ტალღა 3 თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდება. ეს რამდენიმე თვე შესაძლოა მძიმე იყოს, მაგრამ მჯერა,თუ  სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, პანდემია  2022 წელს დასრულდება“ , - განაცხადა მან.

როგორც Microsoft-ის  დამფუძნებელმა აღნიშნა, ამ დროისათვის ომიკრონის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

"ამ შტამს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. განსაკუთრებით მანამ, სანამ მის შესახებ უფრო მეტს არ გავიგებთ. მაშინაც კი, თუ ის დელტაზე მსუბუქი აღმოჩნდება, შესაძლოა, უფრო მძიმე ვითარება შეიქმნას,  რადგან ის ძალიან გადამდებია", - წერს ის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე რთული ეტაპი სწორედ ახლა იწყება.

”სწორედ მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ცხოვრება ნორმალურ ტემპს უბრუნდებოდა,  პანდემიის ყველაზე მძიმე ფაზაში შევდივართ”, - წერს გეითსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system