თავში

პატარა დელფინი ტურისტების სელფებს შეეწირა

პატარა დელფინი ტურისტების სელფებს შეეწირა
პატარა დელფინი ტურისტების სელფებს შეეწირა

ბუენოს აირესში, სანტა ტერესიტას სანაპიროზე, ტურისტებმა პატარა დელფინი შენიშნეს და სელფების გადასაღებად წყლიდან ამოიყვანეს. ფოტოების გადაღების მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა და დელფინის გარშემო თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. ფოტო-სესიის დასრულების შემდეგ, ტურისტებმა პატარა დელფინი ქვიშაზე დააგდეს.



არგენტინის "ველური ბუნების" ასოციაციის განცხადებით, დელფინი ფრანცისკანის სახეობის იყო, ისინი წყლიდან მოშორებით დიდი ხნით ვერ ცოცხლობენ. ეს ჯიში სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და გადაშენების პირას მყოფ სახეობად ითვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system