თავში

Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს ტესტავს

Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს ტესტავს
Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს ტესტავს

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას თავად Pfizer აქვეყნებს. 

ტესტირების პირველი ეტაპის შედეგები  ამ წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორონავირუსისგან დამცავი ორალური ტაბლეტები შესაძლოა ვირუსის დამარცხების ყველაზე ეფექტური აღმოჩენა გახდეს.

პრეპარატი, სახელად PF -07321332, მიეკუთვნება ანტივირუსული აგენტების კლასს - პროტეაზას ინჰიბიტორებს. პროტეაზა არის ფერმენტი, რომელიც კრიტიკულია ვირუსული რეპლიკაციის მექანიზმებისათვის. 

მკვლევრები დაადგენენ შეამცირებს თუ არა PF-07321332 ჯანმრთელ მოზრდილებში COVID-19-ის სიმპტომების ხანგრძლივობას და სიმძიმეს. კვლევაში სულ  1 140 მოხალისე მონაწილეობს.

ამასთან, Pfizer-ში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო აბი ვაქცინის ალტერნატივას არ წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system