თავში

პლუტონმა, შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაიბრუნოს

პლუტონმა, შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაიბრუნოს
პლუტონმა, შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაიბრუნოს

 მეცნიერებს სურთ პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნონ. ახალმა ხედვებმა, შესაძლოა ასტრონომია, როგორც მეცნიერება, რადიკალურად შეცვალოს.

ასტრონომები  პლანეტის განმარტების შეცვლის ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ მათ სამეცნიერო გამოცემა Icarus-ს განუცხადეს.

პლუტონი ამერიკელმა ასტრონომმა, კლაიდ ტომბომ 1930 წელს არიზონას ლოუელის ობსერვატორიიდან დაკვირვების დროს აღმოაჩინა. სახელმძღვანელოები სწრაფად განახლდა და მას მზის სისტემის  პლანეტის სტატუსი მიენიჭა.

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (IAS) შექმნა კომიტეტი, რომელსაც პლანეტის ცნების განსაზღვრების დადგენა დაევალა. ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, მზის სისტემის პლანეტების რაოდენობა ცხრიდან 12-მდე გაიზარდა: პლუტონი და მისი თანამგზავრი ქარონი  ტყუპ პლანეტებად ჩათვალეს. მაგრამ იდეა გააკრიტიკეს და უარყვეს.

2006 წელს კი პლანეტის განმარტების ახალი ვერსია შეიქმნა და პლუტონი მზის სისტემის პლანეტების სიიდან ამოვარდა.

იმისათვის, რომ ციურ სხეულს პლანეტის წოდება მიენიჭოს იგი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ის უნდა ბრუნავდეს მზის გარშემო ორბიტაზე,  მას უნდა ჰქონდეს საკმარისი მასა გრავიტაციული ძალების გავლენის ქვეშ თითქმის სფერული ფორმის მისაღებად და მესამე, უნდა შეეძლოს საკუთარი ორბიტის გარშემო სამეზობლოს გასუფთავება.  „გარემოს გაწმენდა“ ნიშნავს, რომ სხვა ობიექტებთან შედარებით უნდა დომინირებდეს და მის სიახლოვეს მყოფი წარმონაქმნები უნდა განდევნოს. 

პლუტონი ამ კრიტერიუმებიდან მხოლოდ პირველ ორს აკმაყოფილებდა. შედეგად, პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა და  იგი დაუყოვნებლივ იქნა კლასიფიცირებული "ჯუჯა პლანეტად". 

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პლუტონის სტატუსის გადახედვის ინიციატივა წარმოადგინეს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ პლანეტის განსაზღვრის მიდგომის შეცვლასაც. მათ მიაჩნიათ, რომ პლანეტის გრავიტაციული დომინირების მოთხოვნა მისი ორბიტის არეალში ემყარება ასტროლოგიას და საერთო არაფერი აქვს სამეცნიერო სისტემატიკასთან. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარი ფაქტორი, რომლითაც აუცილებელია იმის დადგენა, არის თუ არა პლანეტა რაიმე სახის კოსმოსური ობიექტი, არის მისი სტრუქტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system