თავში

ყურძენი სიცოცხლეს ახანგრძლივებს - კვლევა

ყურძენი სიცოცხლეს ახანგრძლივებს - კვლევა
ყურძენი სიცოცხლეს ახანგრძლივებს - კვლევა

მეცნიერებმა ყურძნის მარცვლებში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელმაც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა New Atlas წერს.

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანებზე კლინიკური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი დამაიმედებელია.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ყურძნის თესლში აღმოჩენილი "დაბერების საწინააღმდეგო" ნაერთი სენოლიზური წამლების კლასს მიეკუთვნება. ამას გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ ამ ტიპის პრეპარატებს შეუძლიათ შეაფერხონ დიაბეტის განვითარება და  დემენცია. 

პროციანიდინი C1 (PCC1), რომელიც  ყურძნის თესლებში გვხვდება, დაბერებული უჯრედების სიკვდილს იწვევს და ჯანსაღ უჯრედებს უვნებელ ტოვებს.

კვლევის შედეგად თაგვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 24-დან 27 თვემდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system