თავში

რა დრო სჭირდება კოვიდის შემდეგ მეხსიერების აღდგენას?

რა დრო სჭირდება კოვიდის შემდეგ მეხსიერების აღდგენას?
რა დრო სჭირდება კოვიდის შემდეგ მეხსიერების აღდგენას?

კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მეხსიერების პრობლემები გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში აღენიშნებათ. ამის შესახებ NBC ახალი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სინაის მთის მაუნთაიკანის მედიცინის სკოლის (აშშ) მეცნიერებმა 740 ადამიანის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს, რომლებიც კორონავირუსით 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში დაინფიცირდნენ.

”კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფიცირებიდან 6-7 თვის შემდეგ კოგნიტიური დარღვევების დონე საკმაოდ მაღალი იყო”, - აღნიშნულია მოხსენებაში.

გამოჯანმრთელებულთა 24%-ს აღენიშნებოდა მეხსიერების პრობლემები, კერძოდ, პაციენტებს უჭირდათ სიტყვების გახსენება, მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება, ამასთან ფიქრისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ, ვიდრე ადრე.

კვლევის თითქმის ყოველ მეოთხე მონაწილეს უჭირდა ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. კოგნიტიურ დისფუნქციებს შორის მეორე ადგილზე იყო წარსულში მომხდარი მოვლენების გახსენების პრობლემა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ კოგნიტიური დარღვევები დაფიქსირდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ახალგაზრდებშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system