თავში

რა საკვები უნდა მივიღოთ COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ?

რა საკვები უნდა მივიღოთ COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ?
რა საკვები უნდა მივიღოთ COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ?

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, COVID-ის ვაქცინაციის შემდგომ მსუბუქი გვერდითი ეფექტების გამოვლენა სრულებით ნორმალურია. ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, არსებობს გარკვეული საკვები რომლის მიღებაც ვაქცინაციამდე და მის შემდგომ უფრო აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ვაქცინის შემდგომი გვერდითი ეფექტების გამოვლენას. 

"არ არის საკმარისი კვლევა იმის დასადასტურებლად, რომ ანთების საწინააღმდეგო საკვები და დანამატები, როგორიცაა C ვიტამინი, COVID-ის ვაქცინას უფრო ეფექტურს გახდის. თუმცა, ნოყიერი საკვებისა და C ვიტამინის მიღება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას", - ამბობს დოქტორი ჰეზერ კოზა. ექიმის ცნობით, ხილისა და ბოსტნეულის მიღება ასევე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ კარგია თევზეულის მიღებაც, რომელიც დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს. 

ექიმი ასევე გირჩევთ, რომ ვაქცინა უზმოზე არ გაიკეთოთ. ამან შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ჰეზერ კოზას განცხადებით, ვაქცინაციამდე უმჯობესია მცირე რაოდენობით ჯანსაღი საკვების მირთმევა. ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ მსუბუქი გვერდითი სიმპტომები, როგორებიცაა მკლავის ტკივილი, დაბალი სიცხე ან სახსრების ტკივილი, იმაზე მიანიშნებს, რომ  თქვენი იმუნური სისტემა მუშაობს.

”ვაქცინის მიღებამდე და მის შემდეგ, გირჩევთ დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე”, - აღნიშნავს დოქტორი კოზა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცრილ პირებს ასევე მოუწოდებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ სითხე მიიღონ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) სპიკერის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის ვაქცინას ნაკლებად ეფექტურს გახდის. 

ამასთან, CDC-ის მეცნიერების და ექიმები გვირჩევენ ვაქცინის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე და მის შემდეგ, თავი შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან. მეცნიერები ასევე გვირჩევენ, რომ ვაქცინაციის ჩატარებამდე და მის შემდგომ კარგად გამოვიძინოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system