თავში

რამდენად ეფექტურია კანზე დასაწებებელი ვაქცინა?

რამდენად ეფექტურია კანზე დასაწებებელი ვაქცინა?
რამდენად ეფექტურია კანზე დასაწებებელი ვაქცინა?

3D პრინტერის მეშვეობით შექმნილი კანზე დასაწებებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა EurekAlert  წერს.

სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ თაგვებში მაღალი იმუნური შედეგი აჩვენა, როგორც SARS-CoV-2-ის, ასევე კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ.

გამოცემის ცნობით, თაგვებზე ჩატარებულმა პრეკლინიკურმა კვლევის შედეგებმა მეთოდის ეფექტურობა და სიმარტივე დაადასტურა.  

მინიატურული პაჩი შედგება ათასობით მიკროპროტრუზიისგან, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 0,25 მმ-ია. კანთან შეხებისას პრეპარატი სწრაფად და უმტკივნეულოდ გამოიყოფა და კანის ზედაპირის ქვეშ მდებარე იმუნურ უჯრედებში შეიწოვება. 

"ნემსებისგან განსხვავებით, პატჩი-ვაქცინა იწვევს უფრო ძლიერ და სწრაფ იმუნურ პასუხს", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დევიდ მიულერმა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევისა და მეცნიერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ ვაქცინის პატჩების შედეგად მიღებული იმუნური რეაქცია 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნემსით შეყვანილი ვაქცინის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system