თავში

Ray-Ban-ით შეტყობინებების წაკითხვას და გაგზავნას შეძლებთ

​Ray-Ban-ით შეტყობინებების წაკითხვას და გაგზავნას შეძლებთ
Ray-Ban-ით შეტყობინებების წაკითხვას და გაგზავნას შეძლებთ

Ray-Ban Stories-ის ჭკვიანმა სათვალეებმა პროგრამული განახლება მიიღეს. ამიერიდან, სათვალეების მეშვეობით Facebook Messenger-ის შეტყობინებების მიღება, წაკითხვა და გაგზავნა იქნება შესაძლებელი.  Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

მარკ ცუკერბერგის თქმით, მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ სათვალეებში ჩაშენებული მიკროფონები, დინამიკები და ხმოვანი ასისტენტი შეტყობინებების გასაგზავნად და წასაკითხად. ასევე შესაძლებელი იქნება აუდიოზარების განხორციელება Facebook Messenger-ით. 

გარდა ამისა, 2022 წელს ცუკერბერგი ახალ განახლებებს გვპირდება.

მარკ ცუკერბერგმა ჭკვიანი სათვალეების გამოშვება 2020 წლის სექტემბერში დააანონსა. საამისოდ Facebook Luxottica-სთან, Ray-Ban-ის ბრენდის სათვალეების მწარმოებელთან თანამშრომლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system