თავში

რით ვიკვებოთ და როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს

რით ვიკვებოთ და როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს
რით ვიკვებოთ და როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს

კოლაგენი - ეს მნიშვნელოვანი პროტეინი სუპერვარსკვლავია საკვებ დანამატებს შორის(!) ის ხომ სახის კანის იდეალურ სტრუქტურას უზრუნველყოფს, ამცირებს ანთებით პროცესებს და სიწითლეს, უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას. ამასთანავე წონაში კლებასაც ხელს უწყობს, ორგანიზმში ცხიმის დონის შემცირებით. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში კოლაგენის დონე მცირდება, რაც იწვევს კანის და თმის სტრუქტურის ცვლილებას, სახსრების ტკივილს და გასტროენტერო პრობლემებსაც. კოლაგენის, ისევე როგორც სხვა დანამატების ბუნებრივი გზით მიღება საუკეთესო ვარიანტია, ამიტომ კოლაგენის დიეტა პოპულარული და აპრობირებულია ქალბატონებში. პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც შემოგთავაზებთ, ვხვდებით ჯანსაღი კვების რჩევებსა თუ რაციონებში და მათ უმეტესობას ყოველდღიურად მოვიხმართ.

გთავაზობთ საბაზისო ჩამონათვალს:

ძვლიანი ხორცის ბულიონი

ქათმის ხორცი

თევზი და ზღვის პროდუქტი

კვერცხის ცილა

ციტრუსი

წითელი და ყვითელი ბოსტნეული

ბროკოლი

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

თხილეული - განსაკუთრებით ქეშიუ

სოკო

ავოკადო

გაფრთხილება : კოლაგენის დონის შემცირებას განსაკუთრებით ხელს უწყობს მზის ულტრაისფერი გამოსხივება, შაქრის და შაქრისშემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება და მოწევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system