თავში

როგორ გამოიყურება პირველი მფრინავი ჰუმანოიდი? - VIDEO

როგორ გამოიყურება პირველი მფრინავი ჰუმანოიდი?
როგორ გამოიყურება პირველი მფრინავი ჰუმანოიდი? - VIDEO

იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (IIT) მკვლევარებმა პირველი მფრინავი ჰუმანოიდი წარადგინეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Techxplore წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რობოტი საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანების გადარჩენის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად მისთვის, ინჟინრებმა  საფრენი მოწყობილობების, ობიექტების ან მანქანების მოძრაობის კონტროლის სისტემები შეიმუშავეს, რომლების რობოტს საშუალებას აძლევს პროპელერების ბიძგების ინტენსივობა შეაფასოს და  ჰაერში გადაადგილების საშუალება მისცეს.

„ფრენის უნარის მოპოვების შემდეგ, ჰუმანოიდ რობოტებს შეუძლიათ იფრინონ ერთი ადგილიდან მეორეზე, რათა გადაარჩინონ ხალხი ბლოკირების, ხანძრისა და წყალდიდობის დროს. დაფრენის შემდეგ მათ შეუძლიათ გააღონ კარები, დახურონ გაზის სარქველები, შეამოწმონ ოთახები და მოძებნონ მსხვერპლი“, - აღნიშნეს მკვლევარებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system