თავში

როგორ იცვლება "დელტა" შტამის სიმპტომები დღეების მიხედვით

როგორ იცვლება "დელტა" შტამის სიმპტომები დღეების მიხედვით
როგორ იცვლება დელტა შტამის სიმპტომები დღეების მიხედვით

ისრაელელმა ექიმებმა, იტაი გალის ხელმძღვანელობით, კორონავირუსის "დელტა" შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობასა და სიმპტომების ცვალებადობაზე ისაუბრეს. 

ექიმი აღნიშნავს, რომ პირველი სიმპტომები, რომელიც ინფიცირებიდან 2-დან 5 დღეში ვლინდება ტემპერატურის მატება და სუნთქვის გართულებაა, რასაც თან არ ახლავს ხველება. ამასთან, აღნიშნული სიმპტომები, შესაძლოა, ინფიცირებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოვლინდეს. როგორც წესი, ტემპერატურა 37.8-38.5 ° C ფარგლებში მერყეობს.

გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, როგორც სხვა სიმპტომებთან ერთად, ასევე მათ გარეშე.  

ინფიცირებიდან მესამე-მეშვიდე დღე:

ზოგიერთ ადამიანში დაავადება ასიმპტომურია ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, განსაკუთრებით აცრილებში.

იტაი გალი აღნიშნავს, რომ ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები დაავადების ყველა სტადიაზე, ამიტომ მათ შეუძლიათ სხვების ინფიცირება. 

თუმცა, სხვა პაციენტებში სიმპტომები იზრდება, ვითარდება ვირუსული პნევმონია, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისათვის. ამ შემთხვევაში ხველა და სუნთქვის გაუარესება ძლიერდება, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტად იმატებს სხეულის ტემპერატურა.

მეხუთე-მეექვსე დღე:

ეს დღეები კრიტიკულია, რადგან ზოგიერთ პაციენტში დაავადება მძიმდება. პნევმონია ვლინდება უფრო მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით, პაციენტებს აღენიშნებათ ხველა და ძლიერი ქოშინი. ამ ყველაფერს თან ახლავს სისუსტე.

ინფიცირებიდან მე-10 დღე:

მსუბუქი ფორმის დაავადების მქონე ინფიცირებულების უმეტესობაში სიმპტომები ქრება. 

ინფიცირებიდან მეორე კვირა:

მსუბუქი ფორმის ინფიცირებულები გრძნობენ გაუმჯობესებას სიმპტომების გაქრობამდე. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება მუცლის ტკივილი და დიარეა.

მესამე კვირა:

ხველების მქონე პაციენტებში მისი სიხშირე მცირდება სრულ გაქრობამდე. 

ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ:

გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, კორონავირუსის სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს. კერძოდ, საუბარია ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვაზე, ყელისა და კუნთების ტკივილზე, ქოშინსა და  სისუსტეზე.

როგორც წესი, ერთი თვის შემდეგ კოვიდის ყველა ეს სიმპტომი ქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system