თავში

როგორ მოვიხსნათ სტრესი

როგორ მოვიხსნათ სტრესი
როგორ მოვიხსნათ სტრესი

გახსოვთ ალბათ რამოდენიმე წლის წინ როგორ ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს წელქვეშ პირსახოცამოდებული წოლა რომ ახდუნებდა, მსგავსს გადავაწყდი, მაგრამ ამჯერად ფეხები აწეული და კედელზე მიყრდნობილი უნდა იყოს. ეს და სხვა მსგავსი პოზები, იოგას განტვირთვის პოზებიდანაა და ნაკლებად აქვს რაიმე საერთო წონის კლებასთან , მისი დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე. წონის კლებისთვის სცადეთ იოგას მეტად ინტენსიური და ცხიმის წვაზე ორიენტირებული ვარჯიშები. ნუ იფიქრებთ, რომ ენერგიის დახარჯვის გარეშე გახდებით, მაგრამ გახდომა ხომ არაა მთავარი მიზანი, მთავარი მიზანი ჯანმრთელობაა. იხილეთ აღნიშნულ პოზაში წოლის დადებითი ეფექტები და აუცილებლად გამოყოფთ 5 – 20 წუთს თქვენი სიმშვიდისთვის. გვირჩევენ ამ დროს სასიამოვნო მშვიდ მუსიკას მოვუსმინოთ ან უბრალოდ სიჩუმით დავტკბეთ, თუმცა ზოგისთვის შეიძლება პარალელურად რამის ყურება იყოს სასიამოვნო, ეს უკვე გემოვნების ამბავია.

ტექნიკა ასეთია

იოგას დასაფენი მიადეთ კედელთან, დაკეცილი პირსახოცი დადეთ კედლის და იატაკის კუთხესთან. დაჯექით პირსახოცზე და გადაწექით და ფეხები კედელს მიადეთ, ისე, რომ 90 გრადუსიანი კუთხე შექმნათ, ტერფები კი იატაკის ჰორიზონტალურად უნდა იყოს. კედელს უნდა ეხებოდეს ფეხი მთელ სიგრძეზე და მსუბუქი დაჭიმვის შეგრძნება უნდა გქონდეთ. თუ არ იგრძნობთ თავს კომფორტულად შეგიძლიათ იგივე სცადოთ პირსახოცის გარეშე.

ძილი და ნერვული სისტემა

სისხლი თავისფულად მიეწოდება ხერხემალს, აქვეითებს სტრესის დონეს და ამშვიდებს ჩვენს ნერვულ სისტემას. ისუნთქეთ ნელა და თანაბრად, გვირჩევენ დიაფრაგმულ სუნთქვას და 4 წამიანი შუალედებით ჩასუნთქა - ამოსუნთქვას შორის. მსგავსი სუნთქვა გვეხმარება პარასიმპატიკური ნერვული სისტემის მოდუნებაში (ანუ გულის რიტმული მუშაობა ხდება სუსტი და იშვიათი). სწორი სუნთქვისას ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და თქვენი ძილიც უფრო ღრმა და სრულფასოვანი გახდება. სცადეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ძილის წინ სიმშვიდის ფაზა ნამდვილად დაგეხმარებათ მალე ჩაიძინოთ.

სიმძიმე ფეხებში

დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა მოძრაობთ და ფეხზე დგახართ, თუ მჯდომარე რეჟიმი გაქვთ, სითხე სხეულიდან ფეხებისკენ მიდის. ამიტომ საღამოს ფეხების ვერტიკალურად ზემოთ აწევით ბალანსდება და სხეული დღის განმავლობაში მიღებული სტრესისგან ახდენს განტვირთვას.

ფეხებში სიმძიმის შეგრძნება მომენტალურად გაგივლით. სისტემატიური განტვირთვისას იგრძნობთ რომ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზეც უფრო დიდხანს და თვისუფლად დგახართო ამბობენ ადამიანები ვინც ყოველ საღამოს ამგვარად ასვენებს სხეულს.

მომნელებელი სისტემა

გაუმჯობესებული სისხლის ცირკულაცია აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მუშაობას. სისხლი მიეწოდება გლუვ კუნთოვან ბოჭკოებსს, რომლებიც პასუხსიმგებელნი არიან პერისტალტიკაზე.

სცადეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმის შერჩევა და მოიხსენით დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესი. მე უკვე დავიწყე, ამ ეტაპზე, ჩემთვის ოპტიმალური დრო 10 წუთია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system