თავში

როგორ მოვიქცეთ ვაქცინაციის შემდეგ - ექიმების რჩევები

როგორ მოვიქცეს რჩევები
როგორ მოვიქცეთ ვაქცინაციის შემდეგ - ექიმების რჩევები

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იცრება. როგორ უნდა მოვიქცეთ ვაქცინაციის შემდეგ, ექიმები გვირჩევენ:

ტატუ და პირსინგი

რამდენიმე დღით ან თუნდაც ერთი კვირით გადადეთ ტატუს სალონში სტუმრობა, რათა ჩვენი ორგანიზმი ჩვეულ რიტმში ჩადგეს და დამატებით სტრესში არ ჩავაგდოთ.

სხვა ვაქცინები

სხვა ვაქცინებთან ურთიერთკავშირზე მცირედი ინფორმაციის გამო, უმჯობესია თავი შეიკავოთ სხვა სახის ვაქცინაციისგან. ექსპერტები 28 დღიანი შუალედის გაკეთებას გვირჩევენ.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას და განსაკუთრებით ვაქცინაცისაას უნდა მოვერიდოთ მას, რათა ორგანიზმმა სრულყოფილი დაცვის შექმნა მოახერხოს

ვარჯიში

ვაქცინაციის შემდეგ თუ სისუსტეს გრძნობთ, რამდენიმე დღით გადადეთ ვარჯიში, მხოლოდ სეირნობით შემოიფარგლეთ. აუცილებლად დისტანციის დაცვით.

წყალი

თუ ვაქცინის შემდეგ სიცხემ აგიწიათ, ორგანიზმის ჰიდრატაცია კარგია სიცხისას. ასევე წყალი ეხმარება ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, სწორი რეაქცია ქონდეს ვაქცინაზე

კვება

იკვებეთ სრულფასოვნად,მიიღეთ ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ჯანსაღი და ახალი საკვები. ეს არამხოლოდ ვაქცინაციისას, ისედაც კარგი ჩვევაა.

ძილი

7-8 საათიანი სრულფასოვანი ძილი დაეხმარება ჩვენს ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში. ვაქცინაციის შემდეგ ჩვენი იმუნური სისტემა დაცვას ქმნის, რასაც დიდი ენერგია სჭირდება.

გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ორივე დოზით ვაქცინაციიდან 15 დღის შემდეგ ყალიბდება სრული იმუნიტეტი.

ნიღბის ტარება და რეგულაციების დაცვა სავალდებულოა სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვისაც.

ვაქცინაცია გვიცავს - ეს ხომ ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებელი ბილეთია

გაფრთხილება: სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ინფორმაციული ხასიათისაა. სხვა დეტალებისა და სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system