თავში

როგორ შევარჩიოთ პასკა - კონდიტერის რჩევები

როგორ შევარჩიოთ პასკა - კონდიტერის რჩევები
როგორ შევარჩიოთ პასკა - კონდიტერის რჩევები

პასკა პასექთან არის დაკავშირებული. ეს არის ებრაული დღესასწაული. ებრაელები აცხობდნენ პურს, მაგრამ საფუარის გარეშე, მაგრამ როდესაც პასექიდან პასექიდან პასკაზე მართლმადიდებლური სამყარო გადავიდა, მათ დაამატეს საფუარი, როგორც მადლის სიმბოლო.

პასკა შეიძლება გამოცხვეს, როგორც ცოცხალი, სველი საფუარით, ისე მშრალი საფუარით, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომია. მათ შორის რადიკალური განსხვავება ის არის, რომ ცოცხალი საფუარი, რომელიც არ არის გამომშრალი, აქტიურია და ამიტომ ინახება მაცივარში, რომ სითბოში არ გააქტიურდეს. რაოდენობრივად იხმარება ორჯერ მეტი, ვიდრე მშრალი საფუარი. მშრალი საფუარის შემთხვევაში, უნდა გავააქტიუროთ და გამოვიყენოთ მცირე ოდენობით, იმისათვის, რომ არ გადაფუვდეს ცომი.

მათთვის, ვინც გლუტენისგან თავისუფალ დიეტას იცავს, შეიძლება გამოყენებული იყოს ბრინჯის ფქვილი, რომელიც იყიდება დიდ სუპერმარკეტებში. შაქრიანი დიაბეტის მქონეებისათვის კი შესაძლო შემცვლელი თაფლი ან სტევიას ექსტრაქტია.

პასკის სიმსუბუქე და სიმძიმე არ ასოცირდება ხარისხთან. ამ შემთხვევაში განსხვავებული ტექნოლოგიაა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო პროდუქტს სთავაზობენ.

პასკის სახლში მომზადების დროს გასათვალისწინებელია პროდუქტის ხარისხი და ცომის ტემპერატურა. საფუარი ცოცხალი არსებაა და მას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომელშიც არსებობს. მას არ უყვარს სიცივე და არც გადაჭარბებული სიმხურვალე. რეკომენდაციის მიხედვით, შეიძლება დავიცვათ 30-40 გრადუსი ტემპერატურა.

სახლის პირობებში, შეიძლება ღუმელში პასკის გამოცხობისას შედგათ მდუღარე წყალი, რომელიც ამოუშვებს ორთქლს და შექმნის ისეთ გარემოს, სადაც პასკა მშვიდად ამოვა.

პასკას არ უყვარს ტემპერატურის ცვლილება. ამიტომ ეცადეთ, რომ ცხობის დროს რადიკალურად არ შეიცვალოს ტემპერატურა. 

კონდიტერი - ანა ტატიშვილი

წყარო: "აგროპიკი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system