თავში

სად და როგორ ცხოვრობს ილონ მასკი? - PHOTO

სად და როგორ ცხოვრობს ილონ მასკი? - PHOTO
სად და როგორ ცხოვრობს ილონ მასკი? - PHOTO

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილონ მასკი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. თუმცა, ის მდიდრულ სასახლეში ცხოვრებაზე უარს აცხადებს და 35 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე  სახლში ცხოვრობს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა The Richest ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ილონ მასკის შემოსავალი 304 მილიარდი დოლარია. მილიარდერმა ცოტა ხნის წინ გაყიდა მთელი თავისი ქონება და Boxabl-დან მოდულურ სახლში გადავიდა.

Boxabl Casita მასკს მხოლოდ 50 000 დოლარი დაუჯდა. ეს სახლი შექმნილია მთელ მსოფლიოში საბინაო კრიზისის პრობლემის გადასაჭრელად. შენობის მონტაჟს არ სჭირდება მაღალანაზღაურებადი მუშახელი და  მისი შექმნა მცირე დროშია შესაძლებელი.

Boxabl-ის პირველი პროდუქტი არის ერთოთახიანი ასაწყობი ბინა, რომლის აწყობა შესაძლებელია საათზე ნაკლებ დროში. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 47 000 წინასწარი შეკვეთა მიიღეს, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია.

Casita მოიცავს საძინებელს, აბაზანას და მისაღები ოთახს. კედლები დამზადებულია ბეტონის, ფოლადისა და საიზოლაციო ქაფისგან, რაც კონსტრუქციას ხრწნისადმი გამძლეს ხდის. კედლები, სახურავი და იატაკი ადვილად უძლებს ქარიშხალს  და თოვლს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system