თავში

როგორ ვუმკურნალოთ კორონასომნიას

როგორ ვუმკურნალოთ კორონასომნიას
როგორ ვუმკურნალოთ კორონასომნიას

კორონასომნია - ახალი სიტყვაა, რომელიც ახალ პანდემიასთან ერთად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. პანდემიის სტრესის შედეგად, უძილობა უამრავი ადამიანის პრობლემა გახდა. კარანტინში ვართ ოჯახთან ერთად, ვმუშაობთ სრული დატვირთვით დისტანციურად, ვეძებთ სამსახურს, თუ უკვე ოფისში გავედით - სტრესში ვართ, რაც უკვე წელიწადია გრძელდება. შეიძლება ვეცადოთ, არ შევცვალოთ ჩვეული დღის რეჟიმი და ჩვეულ დროს დავწვეთ დასაძინებლად, მაგრამ ამდენი ნეგატიური ინფორმაცია და განსაკუთრებით საღამოს, აუცილებლად აისახება ჩვენს ნერვულ სისტემაზე და მაშასადამე ძილზე.უდავოა, პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 58% ებრძვის უძილობას და დაახლოებით 20 %-ს სჭირდება მედიკამენტოზური დახმარება.

უძილობა 45% - მდე ამცირებს ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხს.

შვიდი რჩევა მშვიდი ძილისთვის

ნაკლები დრო ეკრანებთან

კარგია სამახსოვროს დაყენება, რომელიც ძილამდე ერთი საათით ადრე შეგვახსენებს, რომ გავთიშოთ ყველა გაჯეტი. არამარტო ნეგატიური ინფორმაცია, არამედ, ეკრანის ნათებაც უარყოფითად მოქმედებს.

რუტინა ძილის წინ

საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ყველას გვჭირდება. საკუთარი რუტინა უნდა მოვიფიქროთ, იქნება ეს სასიამოვნო მუსიკა, თბილი აბაზანა, კითხვა, თუ ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა.

ახალი გასართობები

ვიპოვოთ ახალი ჰობი, ან გავიხსენოთ ძველი და სასიამოვნო საქმიანობები, მოვარგოთ ის ჩვენს ყოველდღიურობას და გავიმრავალფეროვნოთ ყოველდღიურობა

ძილის გეგმა

როცა გაღვიძების და დაძინების დრო ყოველდღე ერთი და იგივეა, ეს გვეხმარება დავარეგულიროთ ჩვენი შინაგანი საათი. და ღამითაც ხანგრძლივი, მშვიდი ძილის მეტი შანსია.

სიესტა

თუ ღამის ძილი ჩვენთვის პრობლემაა, შუადღის მსუბუქ წაძინებაზე უარი უნდა ვთქვათ.

ვარჯიში

საუკეთესოა დატვირთული ვარჯიში, თუმცა მსუბუქი ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარულიც კარგია. გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიშის ყველა ტიპს თავის ოპტიმალური დრო აქვს. უნდა ავარჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი ვარიანტი ჩავრთოთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში.

ოთახის მოწყობა

გარდა სასიამოვნო ავეჯის და საყვარელი ნივთებისა საძინებლისთვის მნიშვნელოვანია ოპტიმალური ტემპერატურა (18°-20°), მუქი ფარდები და სიჩუმე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის საცობები და თვალის ნიღბები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი მიჩვევას იწვევენ და სჯობს ბუნებრივად შექმნათ მსგავსი გარემო.

ეს ჩამონათვალი ერთ დღეში არ მოქმედებს და გარკვეული დროა საჭირო. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საკმაოდ ბევრი სხვადასხვა სახის პრობლემა შეგვექმნა ყველას და მთავარია გახსნილად და მოურიდებლად ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, როგორც ახლობლებთან ასევე დარგის სპეციალისტებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system