თავში

როგორი იქნება შემდეგი პანდემია?

როგორი იქნება შემდეგი პანდემია?
როგორი იქნება შემდეგი პანდემია?

დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახანს გაანალიზეს ისეთი დაავადებების სიხშირე, როგორიცაა ჩუტყვავილა, ქოლერა, ტიფი და გრიპი და შეისწავლეს მათი გავრცელება. მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად COVID-19–ის მსგავსი პანდემიის ალბათობა დაახლოებით 2%–ია. 

გარემოს ცვლილებებთან ასოცირებული ზოონოზური ვირუსების სიხშირის ბოლოდროინდელი შეფასებების გამოყენებით, კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ უკიდურესი ეპიდემიების წლიური ალბათობა მომდევნო ათწლეულებში სამჯერ შეიძლება გაიზარდოს. უფრო მეტიც, გაეროს ბიომრავალფეროვნების მთავრობათაშორისი პლატფორმის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, დადგინდა, რომ არსებობს თითქმის მილიონი ვირუსი, რომელთაც შეუძლიათ ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდნენ.

იზრდება ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსების გადაცემის სიხშირე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შეფასებით, ადამიანებში ახალი ინფექციური დაავადებების 75% ცხოველებიდან მოდის.

იმის გათვალისწინებით, რომ SARS-CoV-2 კორონავირუსი, სავარაუდოდ, ბუნებრივად წარმოიშვა, მკვლევარები სერიოზულად შეშფოთებულნი არიან სხვა ეპიდემიების ალბათობით. დღეს მეცნიერები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ვირუსების ევოლუციურ თეორიას.

დაავადებები, მათ შორის, COVID–19-ის მსგავსი ვირუსები, ძირითადად, ველური ბუნებიდან მოდის - და რაც უფრო მეტად შევიჭრებით ველური ბუნების ჰაბიტატებში, მით უფრო გაიზრდება ვირუსების გავრცელების ალბათობა.

მეცნიერთა განცხადებით, ეპიდემიების გაჩენის წლიური ალბათობა მომდევნო ათწლეულებში სამჯერ შეიძლება გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system