თავში

როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან მარტივად

როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან მარტივად
როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან მარტივად

წყალი ციტრუსით

თუ ცხოვრებამ ლიმონი შემოგთავაზათ ლიმონიანიწყალი გააკეთეთ, სხვა ციტრუსიც შეიძლება. ეს სითხე მშვენიერი ანტიოქსიდანტია და კარგად წმენდს ღვიძლს. შეგვიძლია მივირთვათ, როგორც ცივი, ასევე თბილი წყლით. ამინდისა და განწყობის მიხედვით.

ალოეს წვენი

გახსენით 20 მლ ალოეს წვენი ჭიქა წყალში. იგი გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან. სასარგებლოა ანემიისას. აუმჯობესებს თმის და კანის სტრუქტურას.

ეგვიპტელი დედოფლები ნეფერტიტი და კლეოპატრა ამ მცენარეს სილამაზის თერაპიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ.

ამბობენ არისტოტელემ ალექსანდრე მაკედონელს სოკოტრას კუნძული ინდოეთის ოკეანეში მხოლოდ იმიტომ დააპყრობინა, რომ იქ კარგად მოდიოდა ალოე, რომელიც დაჭრილი მეომრებისთვის უებარი საშუალება იყო.

ჩიას წყალი

ჩიას მიღების ყველაზე მარტივი საშუალებაა. დაასხით 40 გრამ ჩიას თესლს 1 ლიტრი წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ასეთ წყალს საერთოდ არ აქვს გემო. ხოლო თუ გემოს მრავალფეროვნება გჭირდებათ, შეგიძლიათ წყალში შეურიოთ სასურველი ხილი ან ბოსტნეული. ჩიას თესლში შემავალი ანტიოქსიდანტები, მიკროელემენტები და ბოჭკო კარგია მეტაბოლიზმის დაჩქარებისთვისაც. რაც თავისთავად, კვების სწორი რეჟიმის შემთხვევაში, წონის კლების საწინდარია.

მოცვის წვენი

მოცვი გაჯერებულია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, მასში შემავალი ბოჭკოს დიდი რაოდენობა კი სასწაულებს ახდენს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. მას გააჩნია გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ამცირებს სისხლის წნევას, შარდ-სასქესო გზების ინფექციების რისკს და აძლიერებს იმუნიტეტს.

ზოგადად ზაფხულის ცხელ დღეებში ისედაც მეტ სითხეს ვიღებთ, ჰოდა შეგიძლიათ გააფერადოთ იგი ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი ხილით ან ბოსტნეულით. სასიამოვნო არომატის გარდა, ასეთი წყალი ვიტამინების და მინერალების მიღების კარგი საშუალებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system