თავში

რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის“ გაყიდვა გადაიფიქრა

რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის“ გაყიდვა გადაიფიქრა
რომან აბრამოვიჩმა ჩელსის“ გაყიდვა გადაიფიქრა

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ლონდონის „ჩელსის“ აღარ გაყიდის. Telegraph-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩს შეთავაზებები ახლო აღმოსავლეთიდან ჰქონდა, მაგრამ ყველა წინადადება უარყო.

აბრამოვიჩმა ლონდონური კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი 2003 წელს 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

ისრაელის პასპორტის მიღების შემდეგ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა დიდი ბრიტანეთის ინვესტორის ვიზაზე უარი თქვა და ჩელსის სტადიონის რეაბილიტაციის 1-მილიარდ გირვანქა სტერლინგიანი პროექტი ჩაშალა.

მარტის ბოლოს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რუდმა განაცხადა, რომ 700 რუს მდიდარ ადამიანს, რომელთაც ვიზა 2008-2015 წლების პერიოდში ჰქონდათ აღებული გადაიხედებოდა. ამის გამო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას აპირებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system