თავში

როცა "თავს მსუქნად გრძნობ" ....

როცა "თავს მსუქნად გრძნობ" ....
როცა თავს მსუქნად გრძნობ ....

სიმსუქნე არ არის გრძნობა. ჩვენ ვერ ვგრძნობთ სიმსუქნეს, ისევე როგორც ვერ ვგრძნობთ მაგალითად, სიმაღლეს, ან თმის ფერს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევა, როცა მსგავსი შეგრძნება გვქონია მსუყე სადილის შემდეგ. მაგრამ ძირითადად ეს ემოცია გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას საკუთარ ცხოვრებაში არსებულ სხვა უფრო ღრმა მოვლენების მიმართ, რაც არაა კავშირში ჩვენს სხეულთან.

საქმე ისაა, რომ ჩვენ გავიზარდეთ საზოგადოებაში, სადაც სიმსუქნე ცუდის სინონიმად აღიქმება. მსუქანი ანუ ზარმაცი, უდისციპლინო, არასასურველი და ამიტომაც ჩვენ ყველა ცუდ და უარყოფით გრძნობას ვფუთავთ ერთ წინადადებაში „ თავს ვგრძნობ მსუქნად“ და ვცდილობთ გადავწყვიტოთ ეს წონაში კლებით.

პირველი, როცა ასე ვართ, ჩვენ წინასწარ ვაკავშირებთ სიმსუქნეს და ცუდად ყოფნას. თუ სიმსუქნე ცუდია, მაშინ რამდენიმე კილოგრამის მომატება, ანუ საზოგადოების მიერ ნაკარნახევი იდეალური წონის არ ქონა თავს აუცილებლად ცუდად გვაგრძნობინებს.

მეორე, ჩვენ ვფუთავთ საკუთარ პრობლემებს და ვარქმევთ მას სიმსუქნეს. შესაბამისად, საკუთარ თავს არ ვაძლევთ საშუალებას მივიღოთ რაც რეალურად გვჭირდება. სახელის დარქმევა ყველა პრობლემაზე, ნიშნავს იმას, რომ გამოსავლის ძებნასაც ვიწყებთ. ხოლო, თუ რეალურ პრობლემებზე თვალს ვხუჭავთ და სიმსუქნეს ვებრძვით, როცა ვიკლებთ რამდენიმე კილოგრამს, ვხვდებით , რომ ეს შედეგი ვერ გვიხსნის მოწყენილობისგან, მარტოობისა და გაღიზიანებადობისგან. წონის კლება არ დააკმაყოფილებს ჩვენს სურვილებს სიყვარულის, მხარდაჭერის და კომფორტის შეგრძნებებზე. პირიქით, რამდენიმე კილოგრამის დაკლებით გამოწვეული დროებითი კმაყოფილება და სიხარული, კიდევ უფრო გვაშორებს ძირეული პრობლემის გადაწყვეტისგან.

მესამე, და მნიშვნელოვანი - როცა სიმსუქნის ქოლგის ქვეშ მოვაქციეთ ჩვენი ყველა პრობლემა თუ საფიქრალი, ავტომატურად სტიგმატიზება გავუკეთეთ აზრს, რომ სიმსუქნე ცუდია. როცა ჩვენ ვამბობთ „თავს მსუქნად ვგრძნობ“ იმის მაგივრად, რომ ვთქვათ „ ეს ტანსაცმელი ვიწრო მაქვს“, ჩვენ პრობლემას როგორც პირად წარუმატებლობას, ისე აღვიქვამთ. ხოლო თუ ვიტყვით, რომ ტანსაცმელია შეუსაბამო ჩვენს სხეულთან და არა პირიქით, ამ პრობლემას მარტივად ვწყვეტთ, ისე რომ საკუთარ თავს არ ვაქცევთ სტიგმის მსხვერპლად.

საუბრის, სიტყვების შერჩევის სტილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად, მნიშვნელოვანია. სიტყვები, რომელიც გამჯდარია ჩვენს ლექსიკაში, მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, დავფიქრდეთ გამოხატავენ თუ არა ისინი ზუსტად, ჩვენს გრძნობებს.

როცა ის შინაგანი მე, დამცინავად გვარწმუნებს, რომ თავს მსუქნად ვგრძნობთ, არ დანებდეთ, და საპასუხოდ იფიქრეთ, რომ ის რაც დღეს გაწუხებთ, სამუდამო არაა;

სიტყვების უკან „თავს მსუქნად ვგრძნობ“ სხვა რამ იმალება - ჩავუღრმავდეთ ჩვენს სურვილებს და ფიქრებს;

მე ვარ მსუქანი და მე ეს არ მიქმნის პრობლემას, ბედნიერება არ იწონება;

მე არ უნდა ვიგრძნო უხერხულობა ჩემი წონის გამო;

თუ მხარდაჭერა, მიმღებლობა, სიყვარული და კომფორტი მჭირდება ეს უნდა ვაღიარო და გამოვხატო;

ბედნიერებისკენ მიმავალი გზა არ არსებობს, ის აწმყოშია და რომც არსებობდეს, ნამდვილად არ გადის სიგამხდრეზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და მასში მოცემული ინფორმაცია, არაა აუცილებელი, თქვენს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას ესადაგებოდეს… სანამ თქვენს რაციონში ან ცხოვრების წესში მკვეთრ ცვლილებებს დაგეგმავთ, კონსულტაცია გაიარეთ დარგის სპეციალისტთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system