თავში

რუსეთში გლობალური ინტერნეტის ალტერნატიული მეთოდი დატესტეს

რუსეთში გლობალური ინტერნეტის ალტერნატიული მეთოდი დატესტეს
რუსეთში გლობალური ინტერნეტის ალტერნატიული მეთოდი დატესტეს

 BBC -ი რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ქვეყანა წარმატებით ტესტავს გლობალური ინტერნეტის ალტერნატიულ შესაძლებლობას.შედეგების ანგარიშს კომუნიკაციების სამინისტრო ვლადიმერ პუტინს გააცნობს.

დეტალები, თუ რას მოიცავს სატესტო სამუშაოები, არ საჯაროვდება, თუმცა როგორც რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრო აცხადებს, ჩვეულებრივი მომხმარებლები ვერავითარ ცვლილებებს ვერ იგრძნობენ. 

უცხოელი ექსპერტების ნაწილი რუსეთის ამ ნაბიჯში გლობალური ინტერნეტის შეფერხების რისკს ხედავს. მათი შეფასებით, რუსეთის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებები ინტერნეტის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ავტორიტარულ ქვეყნებს სულ უფრო მეტად სურთ აკონტროლონ, რას უყურებენ მოქალაქეები, რაც ჩინეთმა და ირანმა უკვე გააკეთა", - განაცხადა სარის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ექსპერტმა, პროფესორმა ალან ვუდვორდმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ტექნიკური ცვლილებების მანდატი გასცა, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქმედ ინტერნეტ პროვაიდერებს დამოუკიდებლად მოქმედების ნებას რთავს. ეს მაშინ მოხდება, თუ დადასტურდება, რომ უცხო ქვეყანა რუსეთის კომპიუტერულ ქსელს თავს ესხმის. გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვაზე კი განცხადება რუსეთის პირველმა პირებმა 2019 წლის დასაწყისში გააკეთეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system