თავში

სად ცხოვრობს ილონ მასკი ამჟამად? - PHOTO

სად ცხოვრობს ილონ მასკი ამჟამად?
სად ცხოვრობს ილონ მასკი ამჟამად? - PHOTO

ამერიკელი მილიარდერი, კოსმოსური კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 35 კვადრატული მეტრის ასაწყობ სახლში Casita ცხოვრობს. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის უჩვეულო სახლი მისი კომპანიის ოფისში მდებარეობს.

ერთი დიდი ოთახი დაყოფილია მისაღებად, საძინებელ ოთახად, სამზარეულოდ და აბაზანად.

კომპანია Boxabl–ის პატარა სახლებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ოჯახური სახლისა ან ბინის ალტერნატივად იქცა, მასკის ყურადღება მიიპყრო.

Boxabl–მა გასულ წელს გამოაცხადა, რომ Casit ტეხასის ქალაქ ბოკა ჩიკაში, „საიდუმლო კლიენტისთვის“ განათავსა.

ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ მასკი, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით 169,8 მილიარდი დოლარია, საცხოვრებლად ტეხასში, ბოკა ჩიკაში გადადის. მისი ბინის ფართობი დაახლოებით 37 კვ/მ-ს შეადგენს, ხოლო ღირებულება 50 000 დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system