თავში

სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს- კეკელიძე

სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს- კეკელიძე
სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს- კეკელიძე

 ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ახლა მამამისთან საუბარი მხოლოდ წერით შეუძლია.

"სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი - ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?'' - ვეკითხებოდი. ,,გაშობილია'' - მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული. სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით - შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.

მხოლოდ ასე შეხმიანებას თუ შევძლებ – წერით და ლაპარაკით. ეს წიგნებიც იმ დღეებზე და ღამეებზე პასუხი გამოდგა – შორეული და მიუწვდომელი, შეიძლება – ამაოც და უსარგებლო. არავინ იცის",- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system