თავში

საგამოცდო სტრესის დასაძლევად სტუდენტები საფლავში წვებიან

საგამოცდო სტრესის დასაძლევად სტუდენტები საფლავში წვებიან
საგამოცდო სტრესის დასაძლევად სტუდენტები საფლავში წვებიან

გამოცდები საკმაოდ დიდი სტრესია, რომლის დასაძლევად, ხშირად, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სხვადასხვა მეთოდის გატესტვის შემდეგ, ნიდერლანდებში მდებარე ნეიმეგენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტრესის მოხსნის ახალ გზას მიაკვლიეს.

უნივერსიტეტის ეკლესიის ეზოში მათ "მედიტაციური საფლავი" ამოთხარეს, რომელშიც საბანი, იოგა-მატია მოთავსებული. აქვეა პლაკატი, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებს, "უცნაურებად" დარჩნენ.

სტუდენტები საფლავში წვებიან და საკუთარ ცხოვრებას აანალიზებენ. შედეგად, ისინი სიცოცხლეს მეტად აფასებენ და გამოცდებზე ნაკლებად ნერვიულობენ.

საფლავი იმდენად პოპულარულია, რომ აქ მოსახვედრად, რამდენიმე კვირით ადრე, რიგის დაკავებაა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system