თავში

საკვები, რომელიც ძილს აუმჯობესებს

საკვები, რომელიც ძილს აუმჯობესებს
საკვები, რომელიც ძილს აუმჯობესებს

ზოგიერთი პროდუქტი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა და დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციებზე, მათ შორის ნერვულ სისტემაზე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს მშვიდად დაიძინოს. 

ასეთ პროდუქტებს ალუბალი და ბალი მიეკუთვნება. დიეტოლოგების თქმით, ისინი მელატონინს შეიცავენ, რასაც „ძილის ჰორმონს“ უწოდებენ. ამასთან, მათი ეს სასარგებლო თვისება გაყინვისას და დაწურვისას არ იკარგება.

ძილისათვის სასარგებლო პროდუქტებში მეორე ადგილზეა რძე. ის შეიცავს ტრიპტოფანს, ნივთიერებას, რომელსაც მელატონინის წინამორბედს უწოდებენ. მას ასევე შეიცავს გამომცხვარი რძე და კეფირიც.

გარდა ამისა, ტრიპტოფანს შეიცავს ინდაური და ყავისფერი ბრინჯიც, მაგრამ მათი მიღება ძილის წინ რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ორგანიზმი მათ ძნელად გადაამუშავებს. 

მარცვლეული, თხილი, წიწიბურა და მწვანე ბოსტნეული შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას. თუმცა, მათი დიდი რაოდენობით ხშირი გამოყენება, რეკომენდებული არ არის, რადგან ისინი ძალიან მაღალკალორიულია.

ამას გარდა, პიტნა, გვირილა და ფინიკი ხელს უწყობს მოდუნებას და ორგანიზმს ჩაძინებაში ეხმარება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system