თავში

სამხრეთ აფრიკელი კაცი კასრში ცხოვრებით გინესის რეკორდს ამყარებს - PHOTO

​სამხრეთ აფრიკელი კაცი კასრში ცხოვრებით გინესის რეკორდს ამყარებს
სამხრეთ აფრიკელი კაცი კასრში ცხოვრებით გინესის რეკორდს ამყარებს - PHOTO

ვერნონ კრუგერი ორ თვეზე მეტია 25 მეტრ სიმაღლეზე განთავსებულ კასრში ცხოვრობს. ამით ის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობს, რომელიც 1997 წელს დაამყარა.

57 წლის მამაკაცი ამბობს, რომ ასეთ პირობებში ძილი არც ისე მარტივია.

"სივრცე ძალიან პატარაა და ყოველ ღამით ებრიონის პოზაში წოლა მიწევს", - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

კრუგერის საჰაერო საცხოვრებელი დრენაჟის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მას ზედმეტი ნესტისაგან იცავს. კასრი კვირაში ორჯერ ირეცხება, საჭმელს კი რეკორდსმენს კალათის დახმარებით აწვდიან. 

უცნაური რეკორდის დამყარების იდეა ვერნონ კურგერს შვებულების დროს გაუჩნდა, როდესაც პალმაზე აცოცდა. ხეზე ცხოვრების იდეა, რომელიც ხუმრობით გაჩნდა, მალე განხორციელდა. მით უმეტეს, რომ გინესის რეკორდებში დაფიქსირებული იყო ინდონეზიელი მამაკაცის რეკორდი, რომელმაც მსგავს პირობებში 28 დღე გაატარა. 

სამხრეთ აფრიკელი მამაკაცი ჩვეულ რიტმს ხვალ დაუბრუნდება. ამ დროისთვის მას სიმაღლეზე 67 დღე ექნება გატარებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system