თავში

სამხრეთ კორეულმა "ხელოვნურმა მზემ" რეკორდი გააუმჯობესა

სამხრეთ კორეულმა "ხელოვნურმა მზემ" რეკორდი გააუმჯობესა
სამხრეთ კორეულმა ხელოვნურმა მზემ რეკორდი გააუმჯობესა

სამხრეთ კორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეაქტორმა საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. 

„ხელოვნურმა მზემ" 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო. 

ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის.

KSTAR-ის მშენებლობა სამხრეთ კორეაში 2007 წელს დასრულდა.  „ხელოვნურმა მზემ“ გასული წლის დეკემბერში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან პლაზმა 100,000,000 °C-ზე 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

რეაქტორის საბოლოო მიზანი პლაზმის 300 წამის განმავლობაში შენარჩუნებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system