თავში

ლოხ-ნესის ურჩხულზე ახალი დეტალებია ცნობილი

​ლოხ-ნესის ურჩხულზე ახალი დეტალებია ცნობილი
ლოხ-ნესის ურჩხულზე ახალი დეტალებია ცნობილი
© Britannica

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ლოხ-ნესში პლეზიოზავრი ცხოვრობს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ თვითმხილველებმა უზარმაზარი მუტირებული გველთევზა ნახეს.

პროფესორმა ნილ გემელმა და მისმა გუნდმა ოტაგოს უნივერსიტეტიდან შოტლანდიის ლოხ-ნესის ტბის წყლის ნიმუშებიდან დნმ-ის ამოღების შემდეგ, ვერ იპოვეს რაიმე მტკიცებულება, რომ ნესი, თუ ის ნამდვილად არსებობს, შესაძლოა, პრეისტორიული ზღვის ქვეწარმავალი იყოს. ინფორმაციას Express ავრცელებს.

ლოხ-ნესში მეცნიერებმა სამი ათასზე მეტი სახეობის ცხოველი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგი იმდენად მცირეა, რომ ადამიანს მათი დანახვა არ შეუძლია.

"ჩვენ ვერ ვიპოვეთ რაიმე მტკიცებულება ტბაში არსების არსებობის შესახებ. მე არ მგონია, რომ პლეზიოზავრის შესახებ იდეა სწორია და ამას ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები მოწმობს", - განაცხადა გემელმა.

ამასთან, პროფესორის თქმით, ტბაში გველთევზის დნმ-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეინიშნება.

გემელისა და მისი გუნდის მონაცემები გველთევზას ზომას არ ასასელებენ, მაგრამ მყვინთავებმა განაცხადეს, რომ მათ ტბაში ადამიანის ფეხის სისქის გველთევზა დაინახეს.

"როგორც გენეტიკოსი, მე ბევრს ვფიქრობ მუტაციებზე და მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომის გველთევზა ნორმას ბევრად აღემატება, სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაცამ შეძლო ასეთი უჩვეულო ზომამდე გაზრდა”, - განაცხადა მეცნიერმა.

ამავდროულად, ჯემელმა აღიარა, რომ დნმ-ის 20%-ის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა პროფესორი ამტკიცებს, რომ ლოხ-ნესში "გიგანტური ქვეწარმავალი" არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system