თავში

სენეგალელი მიგრანტი, რომელიც TikTok-ის მთავარი ვარსკვლავი გახდა

სენეგალელი მიგრანტი, რომელიც TikTok-ის მთავარი ვარსკვლავი გახდა
სენეგალელი მიგრანტი, რომელიც TikTok-ის მთავარი ვარსკვლავი გახდა

კორონავირუსის პანდემიის დროს 2020 წლის შემოდგომაზე ფაბრიკაში სამსახური დაკარგა... იძულებული იყო, მშობლებთან საცხოვრებლად დაბრუნებულიყო... სუიციდალური აზრებიც კი ჰქონდა... თუმცა TikTok-ში მოკლე ვიდეოების გადაღება დაიწყო და მალე მისი ნამდვილი მეფე გახდა.

ხაბანე „ხაბი“ ლეიმი - მისი სახელი, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, თუმცა სახეზე ყველა იცნობს. ერთ-ერთი უპოპულარულესი ბლოგერი და ინფლუენსერი, რომლიც ვიდეოები ვირუსული ხდება, ვარსკვლავები თანამშრომლობას სთავაზობენ, კომპანიები კი სარფიან კონტრაქტებს აფორმებენ მასთან.

ლეიმს „TikTok-ის“ ფენომენს უწოდებენ. უმუშევარი ახალგაზრდა, რომელმაც მოიწყინა და ერთ დღეს მსოფლიო ვარსკვლავად გაიღვიძა.

ხაბი ლეიმი, რომელსაც 112 მილიონი გამომწერი ჰყავს, TikTok-ში ყველაზე პოპულარული მამაკაცია. საერთო რეიტინგში ის მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ 17 წლის ამერიკელი ბლოგერი და მოცეკვავე ჩარლი დამელიო უსწრებს, რომელსაც ამ დროისთვის 124 მილიონი გამომწერი ჰყავს. თუმცა, ორივე ინფლუენსერის პოპულარობის მატების ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლეიმმა, შესაძლოა, დამელიოს მალე გადაუსწროს კიდეც.

თავად ლეიმი კი არავისთან პაექრობას არ აპირებს და ამბობს, რომ უბრალოდ გასართობი კონტენტის შექმნა სურს.

ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ლეიმი მილიონერია, თუმცა ეს ასე არ არის. მილიონობით გამომწერი დიდ შემოსავალს სულაც არ ნიშნავს. მართალია, ის აღიარებს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ამბობს, რომ ეს დედამისისთვის ოცნების სახლის საყიდლად ჯერ საკმარისი არ არის.

ლეიმის ვიდეოები მარტივი და ყველასთვის გასაგებია. ის დასცინის სულელურ „ლაიფჰაკებს“ და აჩვენებს, რომ პრობლემის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი მეთოდებით არის შესაძლებელი და ამისთვის „ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო. ყველაზე სახასიათო კი ხელების მოძრაობა გახდა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ქმედება ძალიან ადვილია.

იმის გამო, რომ ლეიმი ვიდეოებში არ საუბრობს და მას არავითარი ტექსტი არ სჭირდება, ის დედამიწის ნებისმიერ წერტილში გასაგები და ადვილად აღქმადია. სწორედ ამიტომ უწოდეს მას TikTok-ის ფენომენი. ადამიანი, რომლის ვიდეოები ყველა ენაზე და ყველა ასაკის ადამიანისთვის გასაგებია.

ლეიმი გასართობი კონტენტის გადაღებას აგრძელებს და ამბობს, რომ რგოლების ფორმატის შეცვლას არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system