თავში

შეძლებს თუ არა ვულკანების ამოფრქვევა გლობალური დათბობის შეჩერებას

შეძლებს თუ არა ვულკანების ამოფრქვევა გლობალური დათბობის შეჩერებას
შეძლებს თუ არა ვულკანების ამოფრქვევა გლობალური დათბობის შეჩერებას

არსებობს მოსაზრება, რომ ვულკანის დიდ ამოფრქვევებს გლობალური დათბობის შედეგების განეიტრალება შეუძლია. ამოფრქვევებს თან ახლავს დიდი ოდენობით ფერფლი, რასაც ატმოსფეროში შემოსული მზის სხივების ასხლეტვა შეუძლია და შედეგად კლიმატის გაგრილება ხდება. ამგვარი ამოფრქვევები ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მეცნიერებმა შეისწავლეს ეს საკითხი და გაარკვიეს, შესაძლებელია თუ არა მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდეს. 

"იმისათვის, რომ ფერფლმა გაანეიტრალოს კლიმატის ცვლილებები, ძალიან დიდი ამოფრქვევა უნდა მოხდეს. საბედნიეროდ, კაცობრიობის ისტორიაში ამ მასშტაბის ამოფრქვევა არასდროს გვინახავს. 

ტობას ვულკანის ბოლო სუპერ ამოფრქვევა 74 ათასი წლის წინ მოხდა. ამ მოვლენის შემდეგ, სხვადასხვა შეფასებით, დედამიწაზე სიცოცხლის 80% განადგურა. (თუმცა ყველა მეცნიერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება) ", - განაცხადა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ჰიდრომექანიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ოლეგ მელნიკმა.

1815 წელს, ტამბორას ვულკანის ამოფრქვევამ დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ევროპაში კლიმატი მართლაც გაცივდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ტემპერატურის რეჟიმი ჩვეულ  ნორმას დაუბრუნდა.

ასე რომ, კლიმატოლოგების აზრით, დიდმა ამოფრქვევებმა მართლაც შეიძლება შეაკავოს მზის სხივები, თუმცა ძალიან ცოტა ხნით და უმჯობესია, გლობალურ დათბობას დამატებით სუპერვულკანებიც არ დაემატოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system