თავში

შეიქმნა ნათურა, რომელიც COVID-19-ს 99.9%-ით ანადგურებს

შეიქმნა ნათურა, რომელიც COVID-19-ს 99.9%-ით ანადგურებს
შეიქმნა ნათურა, რომელიც COVID-19-ს 99.9%-ით ანადგურებს

ამერიკელი მეცნიერებისა და ინჟინრებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა ნათურა, რომელიც კორონავირუსის დაავადების გამომწვევ SARS-CoV-2 ვირუსს ანადგურებს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Scientific Reports წერს.

მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ულტრაიისფერი შუქი სტერილიზაციისთვის საუკეთესო გამოსავალია, მათ შორის, კორონავირუსის გასანადგურებლადაც. თუმცა, რადიაციის მაღალ დოზას  შეუძლია ადამიანის გენომზეც მოახდინოს გავლენა.

„SARS-CoV-2-ის ინფექციის შერბილება სინათლის თერაპიით მოითხოვს საბაზისო ცოდნას იმის შესახებ, თუ რომელი ტალღის სიგრძისა და სინათლის დოზის კომბინაციაა ყველაზე ეფექტური ვირუსული ინფექციისა წინააღმდეგ იმგვარად, რომ ადამიანის ქსოვილები და უჯრედები არ დაზიანდეს“, - წერს გამოცემა.

მეცნიერებმა ექსპერიმენტულად შეარჩიეს გარკვეული სიმკვრივის დიაპაზონი, რომელიც  ადამიანისთვის უსაფრთხოა, თუმცა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ეფექტურია.  

გამოცემის ცნობით, ულტრაიისფერი ნათურა ვირუსს 99.9%-ით ანადგურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system