თავში

შესაძლოა, მარსზე საწვავის წარმოება დაიწყოს

შესაძლოა, მარსზე საწვავის წარმოება დაიწყოს
შესაძლოა, მარსზე საწვავის წარმოება დაიწყოს

აშშ-ის ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის მეცნიერთა მოსაზრებით, მარსის მისიების განსახორციელებლად საწვავის კოსმოსში წარმოება იქნება საჭირო, რომელსაც ასტრონავტები დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებენ. 

მეცნიერთა განცხადებით, მარსზე ნავთობის წარმოება ბაქტერიების გაშვებით არის შესაძლებელი. ეს მიკროორგანიზმებია:  ციანობაქტერია, იგივე ლურჯ-მწვანე წყალმცენარე და ნაწლავის ჩხირი, იგივე კოლი-ბაქტერია. ის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების მიერ წარმოებულ შაქარს რაკეტებისა და სხვა საფრენი აპარატების საწვავად გარდაქმნის. 

მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული კოლი-ბაქტერიის დახმარებით დედამიწაზე ორგანული ნივთიერება 2,3-ბუტანდიოლი უკვე მიიღეს. 

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანის მარსზე ჩასვლის მისიაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system