თავში

შინაური ცხოველების მოვლისთვის რობოტი შეიქმნა - VIDEO

შინაური ცხოველების მოვლისთვის რობოტი შეიქმნა
შინაური ცხოველების მოვლისთვის რობოტი შეიქმნა - VIDEO

ამერიკულმა კომპანია Rockybot-მა რობოტი Rocki შეიმუშავა, რომელიც შინაური ცხოველისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Intelligent Living იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, Rocki შინაური ცხოველების "მშობლებს" საშუალებას აძლევს ოთხფეხა მეგობრებს დისტანციურად ეკონტაქტონ და ეთამაშონ.

თქვენ შეგიძლიათ Rocki Robot საკუთარი iOS ან Android სმარტფონებიდან უფასო აპლიკაციის გამოყენებით აკონტროლოთ.

რობოტი აღჭურვილია 1080p კამერით, მიკროფონით, დინამიკით და ოთხი ბორბლით.

Rocki-ს ღირებულება 299 აშშ დოლარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ რობოტის მიზანია შინაურ ცხოველებში შფოთვის დონის შემცირება, ვარჯიშის დონის გაზრდა და მათი გამხიარულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system