თავში

შშმ პირები ეტლის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ - ფრანგი ინჟინერი

შშმ პირები ეტლის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ - ფრანგი ინჟინერი
შშმ პირები ეტლის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ - ფრანგი ინჟინერი

ფრანგული კომპანია Wandercraft-ის დამფუძნებელმა, ჟან-ლუის კონსტანტამ ე.წ. ეგზო-ჩონჩხი შეიმუშავა, რომელიც მის შვილ ოსკარს, რომელსაც ნევროლოგიური აშლილობა აქვს, საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გაიაროს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.  

ოსკარმა მამას ერთხელ ჰკითხა: "მამა, შენ ინჟინერი ხარ, რატომ არ შეგიძლია გააკეთო რობოტი, რომელიც სიარულის საშუალებას მომცემს?" ჟან-ლუის ეგზო-ჩონჩხის შექმნა სწორედ ამან გადააწყვეტინა. 

2012 წელს ჟან-ლუიმ ორ მეგობართან ერთად კომპანია Wandercraft დააარსა, რომელიც მექანიკური ეგზოლოკონსტრუქციებს აწარმოებს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ინჟინრებმა ეგზო-ჩონჩხის პროტოტიპი ააწყეს და თანდათან გააუმჯობესეს იგი.

ეგზო-ჩონჩხი მიმაგრებულია მხრებზე, მკერდზე, ქამარზე, მუხლებზე და ფეხებზე, რაც საშუალებას აძლევს მას ადამიანის სხეულის მოძრაობები გაიმეოროს. 

მოწყობილობის საშუალებით 16 წლის ოსკარს უკვე დამოუკიდებლად სიარული, ადგომა და სხვადასხვა მიმართულებით მიტრიალება შეუძლია.

კონსტანტა დარწმუნებულია, რომ 10 წელიწადში ადამიანებს ეტლების გარეშე გადაადგილება შეეძლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system