თავში

შვეიცარიაში დასაწებებელ კოვიდ-ვაქცინას გამოცდიან

შვეიცარიაში დასაწებებელ კოვიდ-ვაქცინას გამოცდიან
შვეიცარიაში დასაწებებელ კოვიდ-ვაქცინას გამოცდიან

ბრიტანული კომპანია Emergex კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შვეიცარიაში გამოცდის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელზეც მიკრონემსებია განლაგებული პლასტირის მსგავსი იქნება. მისი შენახვა სამ თვემდე ვადით ოთახის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი, განსხვავებით სხვა პრეპარატებისგან, რომლებიც მაცივარში ან საყინულეში შენახვას მოითხოვს.

Emergex-ის კომერციული დირექტორი რობინ კოენი აღნიშნავს, რომ ვაქცინა იყენებს T უჯრედებს ორგანიზმში ინფიცირებული უჯრედების მოსაკლავად. 

კომპანია Emergex-მა მიიღო ნებართვა შვეიცარიის მარეგულირებლისგან, ჩაეტარებინა კლინიკური კვლევები ლოზანაში, 26 ადამიანის მონაწილეობით. კვლევას  ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორი ბლეზ იანტონი უხელმძღვანელებს.

Emergex-ის ვაქცინები არა უადრეს 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system