თავში

სიცოცხლის წარმოშობა, შესაძლოა, ელვას უკავშირდებოდეს

სიცოცხლის წარმოშობა, შესაძლოა, ელვას უკავშირდებოდეს
სიცოცხლის წარმოშობა, შესაძლოა, ელვას უკავშირდებოდეს

მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მეტეორის შეჯახებით წარმოიშვა. აფეთქებამ საკმარისი რაოდენობის ფოსფორი წარმოშვა, რაც აუცილებელი "მასალაა" უჯრედული სტრუქტურის წარმოსაქმნელად. 

მილიარდობით წლის წინ, დედამიწის "დაბადების" პერიოდში, არსებული ფოსფორის რესურსის უმეტესი ნაწილი უხსნად მინერალებში იყო გამოკეტილი, თუმცა ერთ-ერთი მინერალი, შრეიბერსისტი იმდენად რეაქტიულია, რომ შეუძლია, ფოსფორი გააქტიუროს, რომელიც ორგანულ მოლეკულებში გადაიზრდება.

სწორედ იმიტომ, რომ შრეიბერსიტის უმეტესობა დედამიწაზე მეტეორებს უკავშირდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე სწორედ უცხო ციურმა სხეულმა მოიტანა, თუმცა ახალი კვლევებით შესაძლოა ალტერნატიული თეორიის განვითარებაც. 

ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შრეიბერსისტს შეიცავს მინის მსგავსი ქვებიც, რომელიც ელვის დარტყმით ზოგიერთი ტიპის თიხით მდიდარ ნიადაგზე წარმოიქმნება. 

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შრეიბერსიტის წარმოშობა დედამიწაზე შესაძლოა ზუსტად იმ პერიოდს ემთხვეოდეს, როდესაც ჩვენს პლანეტაზე ელვები ხშირი მოვლენა იყო. ეს კი ის დროა, როდესაც სავარაუდოდ სიცოცხლე წარმოიშვა, 3.5 მილიარდი წლის წინ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system