თავში

სოციალურ ქსელში მარგო რობის ემოციური მიმართვა გავრცელდა - VIDEO

სოციალურ ქსელში მარგო რობის ემოციური მიმართვა გავრცელდა - VIDEO
სოციალურ ქსელში მარგო რობის ემოციური მიმართვა გავრცელდა - VIDEO

 მსახიობმა მარგო რობიმ, რომელიც, წარმოშობით ავსტრალიდანაა,  ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბავშვობისდროინდელი ფოტოები უჩვენა გამომწერებს და  ყველას მოუწოდა, რომ მის მშობლიურ ქვეყანას დაეხმარონ. 

”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველამ იცით, რა ვითარებაა ახლა ავსტრალიაში. არ მინდა, განადგურებული ბუნების კიდევ უფრო მეტი ფოტო გაჩვენოთ, ამიტომ ჩემი ბავშვობისდროინდელ რამდენიმე პირად ფოტოს გულწრფელად გიზიარებთ ”-წერს მსახიობი.  

მარგო რობი ავსტრალიაში, ქუინსლენდში მდებარე ფერმაში გაიზარდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის სწორედ საკუთარ ბავშვობას იხსენებს.

"მინდა გაჩვენოთ რამდენად ლამაზია ჩემი ქვეყანა. ახლა კი ის ძალიან მძიმე და მტკივნეულ სიტუაციაშია"-წერს მარგო. 

2019 წლის ნოემბრიდან ავსტრალიაში ტყის ხანძარები მძვინვარებს, რომლებმაც უკვე რამდენიმე ათეული ადამიანისა და ასობით მილიონი ცხოველის სიცოცხლე შეიწირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system