თავში

SpaceX-ის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე გავიდა - VIDEO

SpaceX-ის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე გავიდა
SpaceX-ის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე გავიდა - VIDEO

SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი Space ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა ფლორიდიდან, Launch Complex 39A კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან გაეშვა.   

NASA-ს ცნობით, IXPE-ის მისია რენტგენის გამოსხივების წყაროების მონიტორინგია. ეს მონაცემები ასტრონომებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ ნეიტრონული ვარსკვლავების, შავი ხვრელების, კვაზარების, პულსარების და სხვა ასტრონომიული ობიექტების ბუნება.

კოსმოსური ხომალდი, რომლის წონა 320 კგ-ია,  სამი ტელესკოპით არის აღჭურვილი, რომლებიც სპეციალურად პოლარიზებული რენტგენის სხივების გასაზომად არის შექმნილი.  თანამგზავრი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. პროექტის ღირებულება, რომელსაც NASA  იტალიის კოსმოსურ სააგენტოსთან (ASI) თანამშრომლობით ახორციელებს, 188 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system