თავში

ტრამპის სოციალური ქსელის გაშვების თარიღი ცნობილია

ტრამპის სოციალური ქსელის გაშვების თარიღი ცნობილია
ტრამპის სოციალური ქსელის გაშვების თარიღი ცნობილია

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის გაშვება 21 თებერვალს არის დაგეგმილი. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Forbes იუწყება.

დეველოპერებმა განაცხადეს, რომ Truth Social ყველა იდეოლოგიის ადამიანს გააერთიანებს. ეს არის პლატფორმამ სადაც ლიბერალებსა და კონსერვატორებსაც კი შეუძლიათ "დრო ერთად გაატარონ". 

Truth Social-ის ფუნქციები თითქმის იგივეა, რაც Twitter-ის: შეგიძლიათ შექმნათ პოსტი, გამოაქვეყნოთ ფოტო და ვიდეო, ასვე გააზიაროთ ისინი, გაცვალოთ პირადი შეტყობინებები და ა.შ.

21 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ მედიაჯგუფს Trump Media & Technology Group (TMTG) ქმნის.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურმა ქსელებმა Twitter -მა, Facebook-მა, Instagram-მა, Snapchat-მა და Twitch-მა ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ანგარიშები არჩევნებში დამარცხების არაღიარებისა და კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისების შემდეგ დაუბლოკა. მათ შორის Twitter -მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და ის ამ ქსელზე წვდომას სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაშიც ვერ დაიბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system