თავში

ახალგაზრდა ქალმა მეორად ტანსაცმელში დიდი რაოდენობის ფული იპოვა

ახალგაზრდა ქალმა მეორად ტანსაცმელში დიდი რაოდენობის ფული იპოვა
ახალგაზრდა ქალმა მეორად ტანსაცმელში დიდი რაოდენობის ფული იპოვა

აშშ-ში ახალგაზრდა ქალი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. პროდუქციის გადალაგების დროს მან ერთ-ერთი ქურთუკი აიღო და იგრძნო, რომ ჯიბეში რაღაც იდო. ქალმა შიგნით ხელი ჩაყო და 7 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩინა.

ჯენიფერს ფულის მითვისება არც კი უფიქრია და ქურთუკის მეპატრონის პოვნა გადაწყვიტა, რომლის კოორდინატები ჩამბარებელთა ნუსხაში მოძებნა.

მამაკაცი მაღაზიაში სასწრაფოდ გამოცხადდა. მისი თქმით, მას არ ახსოვდა, სად დამალა თანხა, რომელსაც სახლში დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. მან გამყიდველს კეთილსინდისიერებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ნამდვილი სასწაულია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system