თავში

წონაში დაკლებული ადელი ფანებს არ მოსწონთ

წონაში დაკლებული ადელი ფანებს არ მოსწონთ
წონაში დაკლებული ადელი ფანებს არ მოსწონთ

ბრიტანელი მომღერალი ადელი კარიბის ზღვაზე ჰარი სტაილსთან და ჯეიმს კორდენთან ერთად ისვენებს. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ძალიან ბედნიერად გამოიყურება. თუმცა, უფრო მეტად შესამჩნევი მისი დაკლებული წონაა. როგორც ჩანს, გახდომის დინამიკა მომღერლისთვის არ შეჩერებულა.

გულშემატკივრების ნაწილი ადელის გარეგნობით გაოცებას და ხშირად უკმაყოფილებასაც არ მალავს. ინტერნეტში ბევრ ისეთ კომენტარს წავაწყდით, სადაც ადამიანები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემაც კი ჰქონდეს. 

"ეს ადელია?!?! ვინმემ გამოკვებეთ. ცოტა, ავადმყოფურად გამხდარი ხომ არ არის?.. ვღელავ მასზე",- წერს ტვიტერზე გულშემატკივარი. მსგავსი შინაარსის კომენტარებს ყველა სოციალურ ქსელში წააწყდებით. ადელს უწოდებენ "სიგამხდრის ლეგენდას", ზოგი კი ცდილობს გამოარკვიოს, რა არის მისი საიდუმლო. 

თუკი ფოტოებით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი წონა მომღერლისთვის სულაც არ არის არასასურველი. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ მის არაერთ კომენტარს, სადაც ადელი "გარეგნობის სასურველ კორექციაზე" საუბრობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system