თავში

ვაქცინის ბუსტერებმა, შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს

ვაქცინის ბუსტერებმა, შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს
ვაქცინის ბუსტერებმა, შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს

ევროკავშირის წამლების მარეგულირებლის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ხშირმა გამოყენებამ, შესაძლოა, იმუნურ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) თანახმად, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ განმეორებითმა გამაძლიერებელმა დოზებმა შეიძლება საბოლოოდ შეასუსტოს იმუნური სისტემა.

ამის ნაცვლად, ქვეყნებმა  გამაძლიერებელ დოზებს შორის დროის ინტერვალი უნდა გაზარდონ და  ბუსტერული დოზის მიღების დრო ცივი სეზონის დაწყებას, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიებში ასახული გეგმის შესაბამისად უნდა შეუსაბამონ.

ევროკავშირის მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ ორალური და ინტრავენური ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა პაქსლოვიდი და რემდესივირი, ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system