თავში

Valentino კატასთან ითანამშრომლებს

Valentino კატასთან ითანამშრომლებს
Valentino კატასთან ითანამშრომლებს

ძვირადღირებულმა მოდის სახლმა Valentino-მ ხარკოველ კატასთან თანამშრომლობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, მოდის სახლმა კატა სტეპანისგან რეკლამა შეიძინა. საუბარია ფოტოსურათზე, რომელიც კატამ ბრენდის ჩანასთან ერთად გადაიღო. 

13 წლის შინაური ცხოველის Instagram-ზე ფოტო რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. 

სურათზე კატა ღვინის ბოკალითა და Valentino-ს ოთხი ათას ევროიან ჩანთასთან ერთად არის გამოსახული. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოდის სახლის წარმომადგენლებმა კატისგან სარეკლამო პოსტის ყიდვა გადაწყვიტეს, როცა მისი სურათი პოპ მომღერლის ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის გვერდზე ნახეს.

კატა ინტერნეტში ცნობილი გახდა TikTok პლატფორმის წყალობით, სადაც მისი მონაწილეობით ვიდეოებმა 46 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system