თავში

ცნობილ ვიდეობლოგში უზარმაზარი ვირუსების ფენომენი განმარტეს - VIDEO

ცნობილ ​ვიდეობლოგში უზარმაზარი ვირუსების ფენომენი განმარტეს - VIDEO
ცნობილ ვიდეობლოგში უზარმაზარი ვირუსების ფენომენი განმარტეს - VIDEO

პოპულარულ სამეცნიერო ვიდეობლოგში Kurzgesagt - Kurzgesagt — In a Nutshell გიგანტურ ვირუსებზე (ან გირუსებზე) ისაუბრეს, რომელთა აღმოჩენამაც ბიოლოგიის აღქმა გადაატრიალა.

ცოტა ხნის წინ აღმოაჩენილი იყო უზარმაზარი ვირუსები, რომელთა გენომში გაცილებით მეტი გენია, ვიდრე სხვა უმარტივეს ორგანიზმებში, როგორიცაა ბაქტერიები ან არქეები. ამავდროულად, მათი ზომები ათობით, ან ასობით უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსების (ისინი აღწევენ 1-2 მიკრომეტრს, ხოლო ჩვეულებრივი ვირუსების ზომა იშვიათად აღემატება 100 ნანომეტრს). უფრო დეტალური შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გიგანტური ვირუსების (ან გირუსების) გენეტიკური კოდი შეიცავს გენებს, რომლებიც საკვების მიღებასა და ენერგიის გამომუშავებაზე აგებენ პასუხს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გირუსებს უმარტივესი მეტაბოლიზმის მხარდაჭერაც კი შეუძლია.

იმის გამო, რომ გეირუსები ასეთი რთული და უჩვეულოა, როგორც ვიდეობლოგის ავტორები ამბობენ, ჩვენი სიცოცხლის ფორმების საზღვრების გაგება, შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს.

მეცნიერთა აზრით, ჯერჯერობით ყველა აღმოჩენილი გიგანტური ვირუსი ადამიანისთვის უსაფრთხოა და პირველ რიგში, ამებებზე პარაზიტობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system