თავში

ვირტუალური სამყარო მსოფლიოს 2030 წლისთვის დაიპყრობს

ვირტუალური სამყარო მსოფლიოს 2030 წლისთვის დაიპყრობს
ვირტუალური სამყარო მსოფლიოს 2030 წლისთვის დაიპყრობს

დღეისათვის ბლოკჩეინი, AR, VR ტექნოლოგიები, NFT  ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. 

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ დარჩეთ ახალგაზრდა, ადგილი სადაც ყოვლისშემძლე ხართ. შესაძლოა, რეალურ სამყაროში ეს შეუძლებლად გეჩვენებათ, მაგრამ ასეთი ოცნებები ნამდვილად შეიძლება ახდეს ვირტუალურ სამყაროში. ექსპერტები აცხადებენ, რომ AR მოწყობილობების, VR ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინის გაუმჯობესება გამოიწვევს მეტავერსის სწრაფ განვითარებას. 

მეტავერსი არის მუდმივი  3D ვირტუალური სამყარო, რომელშიც თქვენ (თქვენი ციფრული ავატარის სახით) ჩვეულებრივ განაგრძობთ ცხოვრებას. მწერლის, მეცნიერის და ფუტურისტის, რუპენდრა ბრაჰამბატის აზრით, ყველა ჩვენგანი, ადრე თუ გვიან, ციფრული სივრცის შიგნით აღმოვჩნდებით. 

თეორიულად, ვირტუალური სამყარო არის ღია სამყარო, რომელშიც თქვენი ასაკი, სქესი, რასა და რელიგია უმნიშვნელოა. ვინაიდან, ვირტუალური სამყარო საშუალებას გაძლევთ საკუთარი იდენტობა თქვენი  ავატარის უკან დამალოთ.

როგორ იპყრობს მეტავერსი სამყაროს  ჩვენს დროში?

მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ შორს არის სრულფასოვანი VR სამყაროსგან, დღეს უკვე ვაკვირდებით ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც მის საფუძველს შექმნის.  ასეთებია ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმები, რომლებიც მხარს უჭერენ კრიპტოვალუტებსა და NFT-ებს

ასეთი პლატფორმები, მიმომხილველის აზრით, გამოყენებული იქნება მრავალი სახის გასართობში, ასევე ციფრული სამყაროს ვირტუალური აქტივების შესაძენად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system